воскресенье, 28 мая 2017 г.



       პროექტის აქტუალობა:
      აღნიშნული თემა მეტად აქტალურია  დღევანდელი ახალგაზრდობის ცხოვრებაში.ფაქტიურად დღევანდელ ახალგაზრდებს ყოველდღიური შეხება აქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგთან და აქტიურადაც არიან ჩაბმულნი მასში, მაგრამ სამწუხაროდ მათი უმრავლესობისათვის ეს უბრალოდ გართობაა,ან თავისუფალი დროის მოკვლა. მათ არ ესმით, რომ ეს ხელოვნებაა, ხელოვნების ნებისმიერი დარგი  ემსახურება მათი  სულის სილამაზის წარმოჩინებას.
         პროექტის მიზანი:    პროექტის მიზანია თანამედროვე ახალგაზრდებმა შეისწავლონ და გაათვითცნობიერონ ხელოვნების თითოეული დარგის სილამაზე, ესთეტიკური დანიშნულება.შეძლონ ხელოვნების  ნებისმიერი ნიმუშის არა უბრალოდ დანახვა ან მოსმენა,   არამედ აუცილებელია  მათ წაიკითხონ იგი  , რადგან ხელოვნების ნებისმიერ დარგს აქვს საკუთარი  "სალაპარაკო ენა ".
         აღნიშნული თემა განვიხილეთ მე-7 კლასში, რამაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და გაიმართა დისკუსია თემაზე:  ,, ხელოვნების როლი თანამედროვე ადამიანთა ცხოვრებაში"
          მოსალოდნელი შედეგები:
       გაკვეთილზე ვასახელებ სიტყვა ,, ხელოვნებას" და მოსწავლეები აკეთებენ ასოციაციურ რუქის სახით ხელოვნების ყველა დარგს, რომელიც მოსდით მათ აზრად.
         საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი ფლომასტერები, ფორმატის ქაღალდები,ფანქარი, ფოტოები - დარგების ამსახველი სურათებით.
          პროექტის  მსვლელობა:

:
         მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, მოიძიებენ ინფორმაციას  ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ და განსაზღვრავენ ამ დარგების როლს ადამიანის ცხოვრებაში.  შესაბამისად გააკეთებენ კედლის გაზეთებსა და პლაკატებს ხელოვანების ცნობილი გამონათქვამებით, ფრაზებით მაგ./,, ხელოვნება- ადამიანის შთაგონების წყარო"
,, ყველაზე დიდი ხელოვნება ადამიანთა სიყვარულია",   ,, ხელოვნება და საზოგადოება"
,,ადამიანი ხელოვნებაში და ხელოვნება ადამიანის შესახებ".

       



:

      ცნობილი გამონათქვამებიდან ვირჩევთ  ერთს - ,, ადამიანი ხელოვნებაში და ხელოვნება ადამიანის შესახებ".  მოცემული თემის ძირითადი საკითხებია;
1. ადამიანი- ხელოვნების მუდმივი ობიექტი.
2. ადამიანის პირობითი გამოსახულება ხელოვნებაში.
3.ადამიანი მარადისობაში.
4.იდეალური ადამიანი.
      წინასწარ შერჩეული ჯგუფები ინაწილებენ მოცემულ დავალებას, მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნული საკითხების შესახებ, დაახარისხებენ და მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.
             
               ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

         ს.გ. 7. 8.  მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.

        ს.გ. 7.6. იკვლევს, თუ რა გავლენა იქონია თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა ხელოვნების როლზე საზ. ცხოვრებაში.

         
      პროექტისხელმძღვანელი:  ლ. მოსიძე

         liaaxalkaci @gmail.com